Bechde3D-ის პროდუქციის დაბრუნების პირობები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი იყოთ თქვენი შენაძენით. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენი პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკას:


1. პროდუქტის შემოწმება მიღებისას (თბილისი)

თბილისის მასშტაბით, კურიერისგან ამანათის ჩაბარებამდე, გთხოვთ, მის თანდასწრებით გახსნათ და შეამოწმოთ ნივთი. თუ პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს მოლოდინს (აქვს ვიზუალური დეფექტი ან არ არის ის, რაც შეუკვეთეთ), თქვენ გაქვთ სრული უფლება, არ ჩაიბაროთ ნივთი და დაუბრუნოთ კურიერს. ამ შემთხვევაში, თქვენ არ გადაიხდით არანაირ დამატებით საფასურს.

2. პროდუქტის დაბრუნება ჩაბარების შემდეგ (თბილისი)

თუ ნივთს ჩაიბარებთ და შემდგომ გადაწყვეტთ მის დაბრუნებას (14 დღის განმავლობაში), პროდუქტი უნდა იყოს სრულიად უნაკლო და პირვანდელი სახით. ამ შემთხვევაში, დაბრუნებისთვის საჭირო საკურიერო მომსახურების საფასურს (ორივე გზის) ფარავს მომხმარებელი.

3. პროდუქტის დაბრუნება რეგიონებიდან

რეგიონში ნივთის გაგაზავნა ხდება მისის საფასურის გადახდის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს კონკრეტულად მისი ნივთის რეალური ფოტოები.

რეგიონში გაგზავნილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკურიერო მომსახურების ხარჯებს (ორივე გზის) სრულად ფარავს მომხმარებელი.

დაბრუნება შესაძლებელია ნივთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ პროდუქტი უნაკლოა და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაგიდასტურებთ, რომ დაბრუნებული პროდუქტი არ არის დაზიანებული.
  • ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.